ავტორი:
ილია II
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა,
ბეთლემის მღვიმეში გამობრწყინდა პირველად "ნათელი ჭეშმარიტი, რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად" (ინ. I,9). არა სამეფო დარბაზებსა და მეცნიერების წიაღში, არამედ მივარდნილ გამოქვაბულში დაედო სათავე ქვეყნის ახალ ცხოვრებას.
როგორ მწვერვალსაც არ უნდა მიაღწიოს ჩვენმა ცივილიზაციამ, როგორადაც არ უნდა განვითარდეს კაცობრიობა, იგი მაინც ყოველთვის ეახლება და თაყვანსა სცემს ამ მღვიმეს, რადგან აქ დაირწა აკვანი მისი, რომელ არს "გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (ინ. 14,6).