ილია II
ავტორი: ილია II

მინდა გავიხსენო მაგალითი ეგვიპტის პატრიარქის ალექსანდრეს ცხოვრებიდან. მას ჰყავდა მდივანი, რომელმაც

მინდა გავიხსენო მაგალითი ეგვიპტის პატრიარქის ალექსანდრეს ცხოვრებიდან. მას ჰყავდა მდივანი, რომელმაც ოქრო მოჰპარა და რომელიც შემდეგ ავაზაკებმა შეიპყრეს. პატრიარქმა ეს რომ შეიტყო, გამოისყიდა იგი და უკან დააბრუნა. როცა ქურდი მდივანი პატრიარქთან მივიდა, მან იგი ისეთი სიყვარულითა და კეთილგანწყობით მიიღო, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ხუმრობით თქვა: თუ გინდა სარგებელი ნახო, პატრიარქ ალექსანდრეს უნდა აწყენინოო. სინამდვილეში პატრიარქი მოიქცა ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც, წმიდა ისიდორე პელუსიოტის თქმისა არ იყოს, წყენას წყალზე წერს, მადლს კი - სპილენძზე.
თემატური კითხვები
0