ილია II
ავტორი: ილია II

სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების

სინანულის გამოვლენის მეორე საფეხურზე ადამიანი ცხოვრების შეცვლის გადაწყვეტილებას იღებს. ცხოვრების შეცვლა! სათქმელადაა ადვილი, ხოლო განხორციელება მისი მეტად ძნელია.
    უპირველეს ყოვლისა, უფალს გონების განკურნება და ჩვენი ფიქრის სიკეთისკენ წარმართვა უნდა ვთხოვოთ, რადგან აზროვნებაზე მეტად ბევრი რამაა დამოკიდებული. ცოდვა ხომ ჯერ გონებაში იბადება და თუ მას თავიდანვე არ შევებრძოლეთ, გულში გადავა და მთელ ჩვენს არსებას მოედება.
    ჭეშმარიტი სინანული კი ადამიანის არა მარტო აზროვნებას, არამედ მოქმედებასაც ცვლის.
თემატური კითხვები
0