ილია II
ავტორი: ილია II

რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა

რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა

იგი, რომელი არის ანი და ჵ, დასაბამი და დასასრული ყოველთა (გამოცხ. 21, 6), იგი, რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა, იშვა ბეთლემის გამოქვაბულში. მან უარყო მეფის სასახლე, ოქროს ტახტი, დიდება მიწიერი და წარუდგა ქვეყანას ბაგაში მწოლი.

ერთი შეხედვით, როგორი სუსტი და დაუცველი ჩანს ყრმის სიცოცხლე მისდამი მტრულად განწყობილ ამ სამყაროში. მაგრამ არა. მის სისუსტეში სულ სხვა სიძლიერეა, მის სიმდაბლეში - სხვა სიდიადე, მის მორჩილებაში - სულ სხვა სიკეთე. იგი მოვიდა სოფლად, რათა სძლიოს მის ბოროტებას. იგი მოვიდა სოფლად, რათა გაათბოს ჩვენი გაცივებული, დაშრეტილი გულები და აღავსოს იგინი დაკარგული სიყვარულით.

რომელი არის მეფე მეფეთა და უფალი უფლებათა

2