
ავტორი:
ილია II
თემა:
შობა
იუდეველთა ტრადიციით იმ ოჯახში, სადაც ვაჟი დაიბადებოდა, ნათესავები იკრიბებოდნენ და ახალი წევრის
იუდეველთა ტრადიციით იმ ოჯახში, სადაც ვაჟი დაიბადებოდა, ნათესავები იკრიბებოდნენ და ახალი წევრის შემატებას საგალობლებით, სიმღერითა და მხიარულებით აღნიშნავდნენ. მაცხოვარს არათუ ეს წესი დააკლდა, არამედ სახლიც კი არ მოიძებნა მისი შობისათვის. იგი ქვეყნიერებას მოევლინა გამოქვაბულში, იქ, სადაც უამინდობისას მწყემსები საქონელს აფარებდნენ ხოლმე. ამ სოფლისაგან ყოველგვარ პატივს მოკლებულ ახლადშობილ ძე ღვთისას ზეციური საგალობელი ანგელოზებმა უგალობეს.