ილია II - აღდგომა
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: აღდგომა,  რწმენა

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

ეს საზეიმო მილოცვის სიტყვა გამოსახავს არსს ჩვენი რწმენისა, გამოსახავს ჩვენი სასოების სიმტკიცესა და უძლეველობას, უდიადეს ძალას ჩვენი საუკუნო სიყვარულისა.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

მაშ, მიღებული და შეწყნარებულია ღვთის მიერ საცხოვნებელი მსხვერპლი და აღსრულებულია საიდუმლო კაცთა მოდგმის განოხსნისა.

ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !

გამოისყიდა უფალმა ის ქმნილება, რომელიც ყოველი მისი ქმნილების გვირგვინად შეიქმნა - ადამიანი, და რომელსაც ღვთისაგან მინიჭებული ჰქონდა პასუხისმგებლობა და თავისუფლება: მოვალეობა და უზენაესი ჯილდო.
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები