
ავტორი:
ილია II
აღდგომილი ქრისტე არის განმათავისუფლებელი, მან იმისათვის დასდო თავი სასიკვდილოდ, იმისათვის დაჰყვა
აღდგომილი ქრისტე არის განმათავისუფლებელი, მან იმისათვის დასდო თავი სასიკვდილოდ, იმისათვის დაჰყვა უხეში მატერიის ძალას, რომ ეს მრისხანე გამანადგურებელი სტიქია თავისი ღვთიური ძალით დაემარცხებინა! დიახ, ჩვენ გვწამს და აღვიარებთ ქრისტეს აღდგომილს! ანდა როგორ შეიძლება არ გვჯეროდეს ქრისტეს აღდგომა, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა მოციქული ქრისტეს აღდგომის ქადაგებისათვის ეწამა და არცერთ მათგანს სასიკვდილო წამების დროსაც კი არ შეუწყვეტია აღდგომილი ქრისტეს ქადაგება! აღდგომილი მაცხოვრისადმი რწმენისა და სიყვარულისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის დაათხიეს სისხლი ჩვენმა სახელოვანმა წამებულებმა, წმიდა დიდმოწამე გიორგიმ, არგვეთელმა თავადებმა დავითმა და კონსტანტინემ, ქართველმა მეფეებმა - არჩილმა, ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა და მრავალთა სხვათა.