ვსთქუათ: ვისაც ბოროტი უყავ, მისგან მოგეცა განსაცდელი. ესეც სასიხარულო რამე არის, ამისთვის რომ

ვსთქუათ: ვისაც ბოროტი უყავ, მისგან მოგეცა განსაცდელი. ესეც სასიხარულო რამე არის, ამისთვის რომ ბოროტის ყოფისათვის აქავ გაზღუევინა, ჟამიერსა და წარმავალზე, და საუკუნოდ სატანჯუელად დამმარხველად არ გექმნა. ვსთქუათ, ეშმაკისაგან მოგეცა განსაცდელი, - ესეც სასახარულოდ მისათვალველი არის; თუ მართალი ხარ და სინანულისა მიერ განწმედილი, მაშინც სასიხარულო არის, ამისთვის რომ სულით და ხორცით უმეტესობას მიიღებ, ვითარცა იობისთვის წერილ-არ: "და იქმნეს უკანასკნელი იობისა მის უფროს პირველისა"; და თუ უსინანულოდ ხარ, მაშინ უდიდესი სიხარული თანაგაძს, ამისთვის რომ, თუ სიხარულით მიითვალავ, ხორცის განსაცდელი და ტანჯუა, სულს ცხოვრებად აღიყვანს, ვითარცა ხმობს მოციქული: "ეგე ვითარი მიეცით ხორცთა სატანჯველად ეშმაკთა, რათა სული ცხონდეს". ჭEშმარიტი უნდა გამცნო: თუ წინაშე ქრისტესა სირცხვილეულება არ გნებავს, განსაცდელის ჭირი ურცხვენელად წარგადგინებს წინაშე ქრისტესა, ვითარცა ხმობს პავლე: "ჭირი მოთმინებასა შეიქმს, ხოლო მოთმინება სასოებასა, ხოლო სასოებამან არა არცხვინის". თვინიერ განსაცდელისა და ჭირისა არა ვგონებ, სასუფეველის პოვნა იქმნეს, პავლე იტყვის: "მრავლითა ჭირითა ჯერ არს ჩუენდა შესულად სასუფეველსა ცათასა", და უფალი იესო ამტკიცებს: "იწრო არს გზა იგი და საჭირველ, რომელნი მივლენ ცხოვრებად დსაუკუნოდ". უფალი სასუფეველის გზას იწროდ ბრძანებს, შენ იწროება და ჭირი არ გნებავს!
 
თემატური კითხვები
0