ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
განსაცდელები
თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე ამას სოფელსა შინა - სასუფეველად ვერ აღხვალ: ანუ უნებლიეთ მოსრული
თუ განსაცდელი და ჭირი არ მიიღე ამას სოფელსა შინა - სასუფეველად ვერ აღხვალ: ანუ უნებლიეთ მოსრული განსაცდელი და ჭირი უნდა თავს იდვა, ანუ თავით-თვისით სინანულის განსაცდელი და ჭირი უნდა იტვირთო; ანუ იტვირთე განსაცდელი შიმშილისა და წყურვილისა და მარხუა შეიტკბე. თუ ხორცის უძლურებისათვის საზრდლის შიმშილი ვერ იტვირთო, სიმართლისათვის მიიღე შეიმშილი და წყურვილი, რათა ქრისტეს მიერ ნეტარება მიიღო, ვითარ იგი ბრძანებს უფალი: "ნეტარ-იყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდეს სიმართლისათვის, რამეთუ იგინი განძღენ"; ანუ სიგლახაკის განსაცდელი იტვირთე და ქონებული სიმდიდრე გლახაკთა განუყავ, რომ ამისთვისაც ნეტარება მიიღო თქმისაებრ იესოსა: "ნეტარ-იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ!"; - სიმშვიდე მიიღე და სხვისა მიერ რისხვის განსაცდელი სიხარულად მიითვალე, ამისთვის ქრისტეს მიერ ნეტარებულ იქმნები, ვითარცა ბრძანებს: "ნეტარ-იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა!".
|