
ავტორი:
ილია II
თემა:
აღდგომა
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მარადიული და განუზომელია ეს სიტყვები. ქრისტეს აღდგომა არა მარტო სახარებისეული ისტორიის, არამედ ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრების უდიადესი მოვლენაა, იგი სახეა ჩვენი აღდგომისა, წინაუწყებაა ეკლესიის აღდგომისა, რომელიც ქრისტეს სხეულს წარმოადგენს.