ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
თემა:
განსაცდელები
თუ ვითარ - წარმოვაჩინოთ. რომლისდა მიმართ კეთილი გიქმნია, თუ მისგან მოგეცა განსაცდელი, გონიერებით
თუ ვითარ - წარმოვაჩინოთ. რომლისდა მიმართ კეთილი გიქმნია, თუ მისგან მოგეცა განსაცდელი, გონიერებით მიხედე, თუ რა სასიხარულო საქმეები გაქუს: ერთი ეს - ქრისტეს მიემსგავსები; ქრისტეც მისგან ხსნილმან და რომელთაც კეთილი უყო, მათ სიკუდილის განსაცდელში შეაგდეს; და შენც, რომელსაც კეთილი უყავ, განსაცდელში შეგაგდო. ამან საქმემან რადგან ქრისტეს მიგამსგავსა, ჭეშმარიტად სიხარულით უნდა აღივსო და ქრისტესებრ ბოროტის მყოფელთათვის უნდა ილოცო: "მიუტევე, მამაო, რამეთუ არა იციან რასა იქმან". მეორედ, სასიხარულო ეს არის შენი, რომელსაც შენ კეთილი უყავ, ნაცვალი კეთილი რომ მოეგო, ის კეთილი ჟამიერი და წარმავალი იქნებოდა, ახლა ქრისტემან ჟამიერისა და წარმავალისა მაგიერ საუკუნო კეთილი უნდა მოგაგოს! უდიდესი სასიხარულო არ უნდა იქმნეს?
|