ავტორი:
წმ. კონსტანტინე ქართველი
თემა:
განსაცდელები
მეცა უწყნი, ვითარმედ ღმერთმან მოგცნა ხელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა
მეცა უწყნი, ვითარმედ ღმერთმან მოგცნა ხელთა თქუენთა, არამედ არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთა კეთილთა, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისთვისცა ნათესავითა მით ურჩებისათა განგუკაფნა ჩუენ, რამეთუ მრავალ გზის იერუსალიმიცა მისცის უფალმან ხელთა უცხო თესლთას, რაჟამს არა ვიდოდიან იგინი გზათა მისთა; ხოლო ჩვუენდა კეთილ არს, რამეთუ დამამდაბლა მე უფალმან, რათა დავიმარხნე მცნებანი მისნი და სიმხნით დაითმენდა იგი უკეთურისა მის მძლავრებათა, რამეთუ ეხსენა მას სიტყვა იგი უფლისა, რომელსა იტყვის, "ნეტარ იყუნეთ თქუენ რაჟამს გდევნიდნენ და გყუედრიდნენ და თქუან ყოველი სიტყუა ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუვით ჩემთვის".
|