ილია II
ავტორი: ილია II
თემა: კულტურა

ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და

ჩვენს მეტად რთულ და დაძაბულ დროში ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოების, მთელი სახელმწიფოსა და ცალკეული პიროვნების კულტურაზე. "სიტყვა კულტურა საზოგადოებრივ მეცნიერებებსა, და განსაკუთრებით ისტორიაში, ორი აზრით იხმარება. პირველის მიხედვით კულტურაში უმთავრესად იგულისხმება განათლება, როდესაც, მაგალითად, ლაპარაკობენ კულტურულ ერებზე ან საზოგადოების ფენებზე და უპირისპირებენ მათ უკულტურო ერებსა და კლასებს. იგივე გაგებით იხმარება გამოთქმა, ვთქვათ, კულტურული ადამიანი, კულტურული მანერები და ა.შ. კულტურას მეორე, გაცილებით ფართო გაგებას სძენს ყოფის მნიშვნელობა საერთოდ ანუ შინაგანი მდგომარეობა" (ბროკჰაუზენისა და ეფრონის ენციკლოპედია, ტ. 33). კულტურას ასე განყოფენ: მატერიალური (აქ იგულისხმება ცხოვრების პირობები, ჩაცმულობა, იარაღი, შეიარაღება, ძვირფასეულობა და ა.შ.), სულიერი; მასში შედის: რელიგია, ენა, ჩვეულებანი, ზნეობა, ცოდნა, ლიტერატურა, ხელოვნება... და საზოგადოებრივი კულტურა ანუ სახელმწიფოებრივი, პოლიტიკური, საზოგადოებრივი ფორმები და კანონები...
0