ავტორი:
არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე)
თემა:
განკითხვა
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ
განკითხვა. სხვის ნაკლოვანებებზე მსჯელობისას (სულ ერთია, ეს ნაკლოვანებები ნამდვილად არსებობენ თუ მხოლოდ გვეჩვენება) კაცს თავისი თავი მასზე უკეთესი, სუფთა, ღვთისმოშიში, პატიოსანი და ჩკვიანი ჰგონია. მაგრამ სინამდვილეში საქმე სხვანაირადაა: "ვისაც გული სუფთა აქვს, იმას ყოველი კაცი სუფთად ეჩვენება, ხოლო ვისაც გული ვნებებითა აქვს შებილჭული, იმისთვის არავინაა წმიდა, არამედ ყველა თავისნაირი ჰგონია" (მამა ესაია). ჩვენი მსჯავრი არასოდეს არის მიუკერძოებელი, რადგან უფრო ხშირად შემთხვევით შთაბეჭდილებას ეფუძნება, ანდა პირადი წყენის, გაღიზიანების, მრისხანების, "განწყობის" შედეგია.
მართლმადიდებელ ქრისტიანს, ცხადია, შეუძლია და ვალდებულიცაა სიცრუისა და უსამართლობის წინააღმდეგ გამოვიდეს, შეურაცყოფილი დაიცას. მაგრამ ჭეშმარიტების აღდგენა მხოლოდ ღირსეულთა საქმეა, ვისაც ძალუძს სიმდაბლით მოისმინოს სიმართლე საკუთარ თავზე და შეინანოს თავისი ცოდვები. აშკარა თუ ფარული განკითხვა თითქმის ყველაზე გავრცელებული ცოდვაა, რომლის აღიარებაც ძალიან ძნელია, რადგან იგი უხილავი მტვერივით ეფინება მთელს ჩვენს ცხოვრებას, ეს მტვერი კი ერთობ მავნეა. წმიდა მამების ცხოვრებიდანაც კარგად ჩანს, რომ განკითხვისა და ყვედრების ერთი სიტყვა, ერთი აზრიც კი ხშირად თვით წარმატებულ მონაზვნებსაც კი სტაცებდა ღმრთის მადლს. მცირე განკითხვამ შესაძლოა უნაყოფო ქმნას ქრისტიანის მძიმე ხანგრძლივი მოღვაწეობა და ერთ წუთში გაძარცული, მწმუნვარე, დაცარიელებული დატოვოს იგი, თუნდაც ამ ერთი წუთის წინ სულიერი სიხარულით ტკბებოდეს. წმ. სახარებაში უფალი არაერთგზის გვაფრთხილებს მოყვასის განკითხვისაგან: "ნუ განიკითხავთ, რა-თა არა განიკითხნეთ", "რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ", "მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა". უფლის ლოცვაში "მამაო ჩვენო" თვითონვე გამოგვაქვს საკლუთარი თავისათვის მძიმე განაჩენი, რამეთუ ამ სიტყვების მერე კვლავ განვიკითხავთ ძმას და არ მივუტევებთ მას შეცოდებას.
ხოლო თუ არავის განვიკითხავთ, თუ ყოველთვის ავარიდებთ თვალს მოყვასის ცოდვებს და საკუთარის დანახვას ვეცდებით, თუ მუდმივად ვაყვედრით ჩვენს თავს და მოყვასზე უარესად შევრაცხავთ, მაშინ ეს გზა გახდება ყველაზე მოკლე, მსუბუქი და სიხარულევანი გზა სასუფევლისაკენ, სცადე, ერთი დღე მაინც იცხოვრო ასე და ნახავ, როგორ მიუახლოვდი ღმერთს. თუკი არავის განიკითხავ, მრავალი ცოდვაც რომ გამძიმებდეს, მაინც შეიძლება მოელოდე შეწყალებას, ხოლო თუ განიკითხავ, მაშინ თავშეკავებულ, ღირსეულ და წესიერ ცხოვრებაშიც ბევრი ცოდვა მოგეძებნება ისეთი, უმკაცრესად რომ მოგეკითხება. ამიტომ ეშინოდათ მამებს ამ ცოდვის ასე ძალიან, ამიტომ ეკიდებოდნენ ასეთი სიფრთხილით ყოველ თავის სიტყვას, აზრს, გრძნობას, ამოტმ ცდილობდნენ მსუბუქი საყვედურით, ჟესტით, გამოხედვით თუ ამოოხვრითაც კი არ განეკითხათ ვინმე. თუ დემონი მომაბეზრებელად გისევს განკითხვის აზრებს, გულში ნუ შეუშვებ, თუ გულმა მიიღო, ენით გამოთქმას მაინც მოერიდე. დუმილი ადვილად განდევნის ამ ვნებას, ხოლო სიტყვით განკითხვა უკვე მძიმე ცოდვაა.

|