ილია II
ავტორი: ილია II

ბერტოლ ბრეჰტი მკითხველთან ჭკვიანური საუბრის ხელოვნებას განასხვავებდა რიტორიკული დიდაქტიკისაგან.

ბერტოლ ბრეჰტი "მკითხველთან ჭკვიანური საუბრის ხელოვნებას" განასხვავებდა "რიტორიკული დიდაქტიკისაგან". "ჭკვიანური საუბრის ხელოვნება" მკითხვვლს აძლევს თავისუფლებას, ავტორთან ერთად იმსჯელოს, მრავალ საკითხში არც დაეთანხმოს მას; აღძრავს მოქმედების სურვილს. "რიტორიკული დიდაქტიზმი" კი მკითხველს ავტორის მონად აქცევს და აიძულებს, მუდამ ეთანხმებოდეს მის აზრს. "ჩემს თეატრში, - წერს ბრეჰტი, - მაყურებელს მონარქად ვაქცევ, მაგრამ მოჩვენებითად კი არა, არამედ ნამდვილ საზოგადოებრივ მოღვაწედ და მოაზროვნედ. ჩემი თეატრი მშრომელი ხალხისთვის იქცევა ლაბორატორიად... და მე ვიმოქმედებ კლასიკოსთა მოწოდებისამებრ: "გარდაქმენი სამყარო, სამყარო ამას მოითხოვს" (ფილოსოფიის საკითხები, №12, გვ. 5, მ. 1984).
0