არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცოცხლობს, მოყვასო, არამედ, მხოლოდ კაცთა სარგებლისათვის არის

განღმრთობილი ამ ქვეყანაზე თავისთვის აღარ ცოცხლობს, მოყვასო, არამედ, მხოლოდ კაცთა სარგებლისათვის არის დედამიწაზე. დიდი სიმდაბლით იფარავს თავს, რომ არ დასწვას ადამიანები, რადგან განცხადებულად რომ იცხოვროს, ვერ გაუძლებენ მის ნამდვილ ყოფას და შური შეჭამთ. შურიც რომ არა, მოყვასო, ვერ ძალუძთ მისი დატევნა, იმდენად დიდია ეს მათი გონებისათვის.
    ხოლო ის, რომ სიყვარულია ბოლო საფეხური, მხოლოდ სიყვარული, ანუ განღმრთობა და ეს არ არის თქმული მაღალსახსენებლი იოანე სინელის მიერ კიბის აღწერაში და არც შემდგომ თქმულა - ღმერთის განგება; ღმერთმა ეს ჩემთვის შემოინახა, მე რომ მეთქვა და მას ჩემს გარდა, ვერავინ იტყოდა.
 
6