
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
თემა:
განღმრთობა
ღმერთი ახლა სიყვარულს ითხოვს ჩვენგან! ეს არის ძალზედ საჭირო და აუცილებელი დღეს და ამიტომ, მთელი
ღმერთი ახლა სიყვარულს ითხოვს ჩვენგან! ეს არის ძალზედ საჭირო და აუცილებელი დღეს და ამიტომ, მთელი ჩვენი მოღვაწეობა სიყვარულისკენ, მისი მოპევებისა და დამკვიდრებისაკენ უნდა წარვმართოთ, რაც მხოლოდ ქვლის საქმის გზითაა შესაძლებელი. რადგან სიყვარული თვინიერ საქმეთა გარეშე მკვდარია და მხოლოდ ჰაერში ნათქვამი ფუჭი სიტყვაა, რომელიც ადამიანს სასჯელად დაედება უფლის - იესო ქრისტეს - წინაშე საშინელ სამსჯავროზე, რამეთუ იძახდა სიყვარული, სიყვარული და საქმეთაგან შორს იდგა, მოყვარულ ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს ღმრთისა და მოყვასის წინაშე. ან თუ ჰქონდა ნაკლულევანი, რამეთუ ვიდრე მის შეძლებაში იყო, რომ აღესრულებინა და არ ჰქმნა. სიყვარული ცხოველია, მოყვასო, რომელიც კეთილი საქმის გარეშე კვდება; კეთილი საქმეები - კეთილი ქმედებაა; კეთილი ქმედება კი სიცოცხლეა სიყვარულისა. ესაა ჭეშმარიტი სიყვარული და ერთადერთი ძალა, რომლითაც ადამიანი შეძლებს გაუძლოს ბოლო ჟამისეულ საცდურებს, სიმძიმესა და შიშს, რომელსაც ანტიქრისტე, მისი დროებითი მეუფება მოიტანს ამ ქვეყანაზე.
|