ავტორი:
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
თემა:
განღმრთობა
... ღვთისმშობელმა მარიამმა შვა არა ძე კაცისა, არამედ სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ ღმერთკაცი; ანუ
... ღვთისმშობელმა მარიამმა შვა არა ძე კაცისა, არამედ სრული ღმერთი და სრული კაცი, ანუ ღმერთკაცი; ანუ უფალი ჩვენი იესო ქრისტე ამიტომ იწოდება იგი ღმრთისმშობლად და არა ქრისტეს მშობლად როგორც მას სწვალებლები უწოდებან, არამედ ღმრთისმშობლად. ჭეშმარიტად მან შვა სრული ღმერთი და სრული კაცი, აი, ეს არის იდუმალი ქორწინება ღვთისა ქალწულ მარიამზე. მეორეს მხრივ, თითოეული ჩვენგანიც ასევე ქორწინდება ზეციურ სიძეზე ანუ ქრისტესთან, მაგრამ ეს ხდება არა ისე, როგორც ეს მოხდა ღმრთისმშობელ მარიამთან, არამედ იმგვარად, რომ იგი ჩვენში შემოვალს თუ მის რეკვაზე გაუხნით გულის კარს შემოვა და დაემკვიდრება ჩვენში, მაგრამ არა ისე, როგორც ღვთისმშობელ მარიამში, მარიამის წიაღში შევიდა რა მან ხორცი შეისხა სულიწმიდის მოქმედების შედეგად, ჩვენში განკაცება კი არ ხდება ღვთისა, არამედ ადამიანში შემოდის ღმერთი სარწმუნოების მადლით ადამიანი იწყებს განღმრთობას... მადლის მიერ ღმერთი შემოდის ჩვენში თუ მას სინანულით ვუღებთ კარს ისე, რომ იგი არ გვშთანთქავს ჩვენ და ჩვენ არ ვითქვიფებით ქრისტეში; ღმერთი რჩება ღმერთად და ადამიანი რჩება ადამიანად, მაგრამ ადამიანი განღმრთობილი ხდება, ღმერთს ემსგავსება იგი, რომლის საიდუმლო კავშირს და ქორწინებასაც აღრმავებს კიდევ უფრო მეტად ზიარების საიდუმლო და ამ გზით შემოდის რა უფალი ჩვენში, ქრისტეს სხეულსა და სისხლის რაღაც ნაწილი კი არ შემოვიდა ზიარების სახით, არამედ თვითონ უფალი შემოდის
|