დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ ვიცით, რომ ადამი სწორედ იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ღმერთი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მან

ჩვენ ვიცით, რომ ადამი სწორედ იმისთვის იყო მოწოდებული, რომ ღმერთი უნდა გამხდარიყო. მაგრამ მან ღმერთის გარეშე - უღმერთოდ დააპირა ღმერთობა. ყოველ ჩვენგანს უნდა სამოთხეში დაბრუნება - ეს არის სურვილი, გავხდეთ ღვთის მსგავსნი. ღვთის მსგავსება არის განღმრთობა, ოღონდ არა ბუნებით, არამედ მადლით. მადლისმიერი ღმერთობის, განღმრთობის ნაცვლად, ადამმა მოინდომა, გამხდარიყო ღმერთი უკანონოდ, მოეპარა ეს სიდიადე და ღირსება; კანონიერი გზით კი არ მიეღო, არამედ ღვთისადმი ურჩობით, მცნების დარღვევით და ღალატით უფლისადმი, რომელიც მისი ზეციური მამა იყო.
 
6