არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)

აუცილებელია თუ არა მიცვალებულთა მოხსენება? ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია. თუ

აუცილებელია თუ არა მიცვალებულთა მოხსენება?
    ჩვენი ლოცვები მათთვის ძალზედ საჭირო და აუცილებელია. თუ გამართლებული ადამიანისთვისაც კი სასიკეთოა და არაა ზედმეტი ცოცხალთა ლოცვა, წარმოიდგინეთ, რამდენად საჭირო იქნება ლოცვები სატანჯველში მყოფთათვის. ლოცვა მიცვალებულისთვისაც საჭიროა და მლოცველისთვისაც, როგორც ამას მეფსალმუნე ბრძანებს: "ლოცვა - ჩემი წიაღადვე ჩემდა მოიქცევის" ვინც ცდილობს მოყვას სიკეთე გაუკეთოს, ჯერ საკუთარ თავს არგებს, შემდეგ კი - სხვას. შენს სისუსტეს შენივე სიკეთე ჰფარავს. ხშირად მოვიხსენიოთ შესვენებულნი, რითაც ნუგეშსა ვცემთ მათ. გავცეთ მოწყალება მათ სახელზ და მოვახსენებინოთ მათი სახელი, რამეთუ ისმენს უფალი მათ ვედრებას და ულხენს მიცვალებულს.
 
0