
ავტორი:
ილია II
ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი; და თუ არ
ღმერთი ითხოვს ჩვენგან შენდობას სხვათა, რათა მას მიეცეს საშუალება, იყოს მოწყალე ჩვენდამი; და თუ არ შეგვიძლია მოწყალე ვიყოთ შეურაცხმყოფელთადმი, როგორღა ვთხოვთ უფალს შეწევნას, როგორღა ვამბობთ, "მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა", განა ჩვენ ცოდვებით ყოველდღიურად არ შეურაცხვყოფთ ღმერთს?! რატომ ვითხოვთ მისგან ლმობიერებას, როცა ჩვენ ულმობელნი ვართ?! და თუ ვაპატიებთ მოყვასს შეცდომებს, ნუ ვიფიქრებთ, რომ კეთილნი ვართ მისდამი. სიკეთეს ჩვენ საკუთარ თავს ვუკეთებთ მხოლოდ.