ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: განათლება, სიმდიდრე, სიღარიბე
გამოცდილება მოწმობს, რომ ზოგიერთი ამქვეყნად წარჩინებული ადამიანი ღვთის წინაშეც ჩინებული იყო. იყვნენ მეფენი, თავისი ღვაწლით უფალს რომ სათნო ეყვნენ, და იყვნენ ადამიანები, ყოველგვარ ძალაუფლებას მოკლებულნი, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უფალს რომ განარისხებდნენ;
იყვნენ შეძლებულნი, კეთილი საქმეებით და სარწმუნოებით რომ ცხონდნენ და უპოვარნი, სუბოროტისა და ურწმუნოებისათვის მკაცრად რომ დაისაჯნენ;
იყვნენ განსწავლულნი, რომელთაც სარწმუნოება დაიცვეს და სათნოებებშიც წარემატნენ და იყვნენ უწიგნურნი, ერთიც და მეორეც რომ უარყვეს.