წმ. ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ნუ განიკითხავ მოყვასს, ვისთვისაც ქრისტე ევნო

ნუ განიკითხავ მოყვასს, ვისთვისაც ქრისტე ევნო

ათენელ პოეტსა და მეომარ ესქილეს რაღაც დანაშაულისთვის თანამოქალაქეებმა სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. როდესაც განაჩენი წაიკითხეს, ესქილეს ძმა, რომელსაც სამშობლოსათვის ბრძოლაში ხელი დაეკარგა, მსაჯულთა წინაშე წარსდგა, პერანგის სახელო მხრებამდე აიწია და მოკვეთილი მკლავის ნაწილი გამოაჩინა.
    მსაჯულებმა დაინახეს, თუ როგორი მსხვერპლი გაიღო ესქილეს ძმამ სამშობლოსათვის და მსჯავრდებული გაათავისუფლეს.
    რა მოხდებოდა, ქრისტეს, თავისი ჭრილობები, ცოდვილთათვის რომ მიიღო, ყველასათვის გაეცხადებინა?! - .
 
თემატური კითხვები
0