ავტორი:
ილია II
გული მხოლოდ სიყვარულით იხსნება!
გული მხოლოდ სიყვარულით იხსნება!
მშობლები, ანდა პედაგოგები, როცა შვილს, ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მხოლოდ სიყვარულით იხსნება.