ილია II - გული
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: გული,  აღზრდა

მშობლები ანდა პედაგოგები როცა შვილს ან მოსწავლეს ამა თუ იმ კეთილ რჩევას აძლევენ, ხშირად მათი ნათქვამი რჩება ხმად მღაღადებლისად უდაბნოსა შინა. უფროსების დარიგება, ახსნა, მტკიცება უმეტეს შემთხვევაში უნაყოფოა, რადგან თავიდანვე დაშვებული აქვთ ერთი დიდი შეცდომა: მათ ვერ შეძლეს ბავშვის გულის კარის გაღება. გული კი მხოლოდ სიყვარულით იხსნება.
    მშობელმა თუ მასწავლებელმა, უპირველეს ყოვლისა, მსმენელთა სიყვარული უნდა დაიმსახუროს და გასაღებიც მის ხელში იქნება; გააღე გული, შედი შიგ, დაამყარე წესრიგი და შენი გემოვნებით განალაგე ყოველი; ხელის შემშლელი არ გეყოლება.
    მაგრამ სიყვარული რომ დავიმსახუროთ, ჯერ ჩვენ უნდა შევიყვაროთ ბავშვი ნამდვილი სიყვარულით. დიდებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის მოტყუება შეუძლებელია. იგი გაცილებით იმაზე მეტს გრძნობს, ვიდრე ჩვენ გვგონია. (ადამიანებს შორის ხომ, გარდა ხილულისა, თვალისთვის შეუმჩნეგელი სულიერი კავშირიც მყარდება).
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები