ავტორი:
ილია II
თემა:
შრომა
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა,
ჩვენ უნდა ვისწავლოთ შრომა, შრომა დაუღალავი და თავდადებული, მსგავსად იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომელთა ყოფასაც შევნატრით.
ხშირად მეკითხებიან: რა ვქნა, შესაძლებლობები არა მაქვს, რომ სერიოზულ საქმეს მოვკიდო ხელიო. გზის დასაწყისშივე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა არც არის სწორი. გადავხედოთ ისტორიას. თითქმის ყველა დიდმა ადამიანმა თავისი მოღვაწეობა უბრალო საქმით დაიწყო. გავიხსენოთ თუნდაც ამერიკის პრეზიდენტი გარფილდი, რომელიც ამ თანამდებობაზე 1880 წელს აირჩიეს.
გარფილდი 19 წლისა იყო, ინსტიტუტში მოწყობა რომ გადაწყვიტა, მაგრამ რადგან ღარიბი ოჯახიდან იყო და სწავლის ქირის გადახდის საშუალება არ ჰქონდა, ინსტიტუტის აუდიტორიების დალაგება არ ითაკილა. ამასთან ყოველ დილით ხუთ საათზე ზარს რეკდა. როცა სასწავლებლის დირექტორმა ჰკითხა: გაქვს თავის იმედი, რომ ზუსტად აასრულებ ამ საქმესო? ყმაწვილმა ორი კვირის საგამოცდო ვადა ითხოვა.
გარფილდმა თავისი მოვალეობა მშვენივრად შეასრულა, ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა და გახდა რესპუბლიკელთა პარტიის ხელმძღვანელი, შემდეგ კი ამერიკის პრეზიდენტი. გვახსენდება მაცხოვრის იგავის სიტყვები: "...კეთილო მონავ, რაკი მცირედში სანდო იყავ, დიდს განდობ შენ: შემოდი შენი პატრონის სიხარულში" (მათე 25,23).
პრეზიდენტ გარფილდის და სხვა ცნობილ პიროვნებათა ცხოვრების მაგალითმა ჩვენს ახალგაზრდებს უნდა შეახსენოს, რომ ადამიანის ღირსების დამამცირებელი შრომა არ არსებობს, რომ შრომა აკეთილშობილებს პიროვნებას და სხვათა თვალიც ავტორიტეტს ჰმატებს მას.