ილია II - რწმენა
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: რწმენა,  მეცნიერება,  რელიგია

II საუკუნის ცნობილი მეცნიერი, კლიმენტი ალექსანდრიელი არის საუკეთესო მაგალითი ცოდნისა და რწმენის შერწყმისა. მას უწოდებდნენ "დაბადებიდანვე პროფესორს", "უპირატეს მისიონერს", "პირველ ქრისტიან მეცნიერს"... იგი მღვდელი იყო, მაგრამ მხოლოდ სამოძღვრო საქმიანობით არ იფარგლებოდა. გამორჩეულ სულიერ ცხოვრებასთან ერთად ის გულდასმით სწავლობდა სიბრძნეს, ჰქონდა მჭიდრო კავშირი ალექსანდრიის საღვთისმეტყველო და ფილოსოფიურ სკოლებთან.
    თუ ტერტულიანეს დევიზი იყო: "იერუსალიმი და არა ათენი", - ანუ განშორება მეცნიერებისაგან, კლიმენტი ალექსანდრიელი მთელი თავისი ცხოვრებით და ნაშრომებით აღიარებდა რწმენის და მეცნიერების სინთეზს - ანუ "იერუსალიმს და ათენს". ოღონდ უპირველეს მნიშვნელობას რწმენას ანიჭებდა, შემდეგ კი რწმენაზე აგებულ მეცნიერებას.
თემატური კითხვები