ილია II
ავტორი: ილია II

კლიმენტი ალექსანდრიელი, თანახმად სახარებისა, ქრისტიანებს ორ ჯგუფად ყოფს: I - მონანი ღვთისა. ესენი

კლიმენტი ალექსანდრიელი, თანახმად სახარებისა, ქრისტიანებს ორ ჯგუფად ყოფს: I - მონანი ღვთისა. ესენი არიან რწმენის შესახებ პრიმიტიული ცოდნის მქონე მორწმუნენი, რომელნიც მარტივად განიხილავენ წმიდა წერილს, არ უღრმავდებიან მის საკრალურ აზრს და კმაყოფილდებიან იგავთა და სიმბოლოთა პირდაპირი გაგებით.
    მეორე ჯგუფს მიეკუთვნებიან გნოსტიკოსები - მეცნიერები, რომელნიც რწმენითა და ცოდნის წყალობით ადიან მაღალი სულიერი და მისტიკური ჭვრეტის საფეხურებზე. მათ ეს ღირსეული მამა უფლის მეგობრებს უწოდებს. ასე რომ, ადამიანმა უნდა განვლოს სრულყოფის გზა ღვთის მონიდან ღვთის მეგობრამდე, თუ სურს გააცნობიეროს თავისი ნამდვილი ადგილი და დანიშნულება ამ ქვეყანაზე.
თემატური კითხვები
0