ილია II
ავტორი: ილია II

ცნობილი დიდი მოღვაწის, ანტონ დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მასთან იყო ერთი ბერი, რომელიც ვერაფრით

ცნობილი დიდი მოღვაწის, ანტონ დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მასთან იყო ერთი ბერი, რომელიც ვერაფრით ვერ თავისუფლდებოდა სევდისა და გულგატეხილობისაგან. ღირსმა ანტონმა ურჩია მას, ავადმყოფების მოვლა დაეწყო. ბერმა თავიდან არ დაუჯერა, და ეს რჩევა ხუმრობად ჩათვალა, მერე კი მაინც გადაწყვიტა, მოძღვრის ნათქვამი შეესრულებინა. როდესაც მან დაინახა სხვისი ტკივილი და მწუხარება, მათდამი თანაგრძნობამ და დახმარების სურვილმა საკუთარი განსაცდელი დაავიწყა, იგი დატოვა მოწყინების და გულგატეხილობის ცოდვამ, რისთვისაც გულმხურვალედ მადლობდა უფალს და მოძღვარს.
თემატური კითხვები
0