სხვა მოძღვარი - სხვა თემა
image

შესხმა და ვედრება წმიდისა მამასა ჩვენისა იოანე ოქროპირისა.

ჰოი ყოვლად საწადელო წმიდაო მამაო იოანე ოქროპირო, ოქრო-სიტყვაი, ოქროს მდინარეო, ოქროს წყაროო, ოქროვანითა სწავლითა შენითა მომრწყველო ყოვლისა სოფლისაო, ოქროსა ხმაო, სინანულისა ქადაგო, ოქროსა ნესტო, ხმა ტკბილად მეტყველო, ოქროსა ქნარო პირმეტყველთა ცხოვართაო, გევედრებით, წმიდაო მამაო, განამტკიცენ ეკლესიანი, განაშვენე მღვდელობაი, განაბრწყინვე მეფეობაი, განაძლიერე მხედრობაი და განანათლე მართლ-მადიდებლობაი. ხოლო ჰსწავლისა შენისა მოსურნეთა, მოგვფინე მადლი ლოცვათა შენთა და მოგვმადლე აღსრულება (შესრულება, რასაც გვიქადაგებ) ღვთისშვენიერთა ქადაგებათა შენთა, რათა, შენ მთესველი და ჩვენ მუშაკნი ერთბამად ვიხარებდეთ სასუფეველსა ღვთისასა. რამეთუ მამასა შვენის დიდება, ზესა მადლობა, და სულსა წმიდასა თაყვანის-ცემა, - პირველ საუკუნეთა (წინედ დროისა, ეხლა და სამუდამოდ), აწ და უკუნისამდე, ამი
image image
 
თემატური კითხვები