
ავტორი:
ილია II
ერთხელ ომის დროს, საშინელი დაბომბვის შემდეგ, როცა ერთი მორწმუნე თავშესაფრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ
ერთხელ ომის დროს, საშინელი დაბომბვის შემდეგ, როცა ერთი მორწმუნე თავშესაფრიდან გამოვიდა, დაინახა, რომ მისი სახლისგან ნანგრევებიღა იყო დარჩენილი. ყველაფერი განადგურებულიყო, იდგა მხოლოდ როიალი. მან როიალი სხვების დახმარებით ნანგრევებიდან გამოიტანა, დადგა ქუჩაში, თვითონ მიუჯდა და დაიწყო საგალობლის დაკვრა: "მე ყოველივე დავკარგე, უფალო, მაგრამ არ დამიკარგიხარ შენ, დიდება შენდა!"
ასეთია ძალა რწმენისა.
ასეთია ძალა რწმენისა.