
ავტორი:
ილია II
თემა: პატიმრობა
ჩვენმა მოძღვრებმა ინახულეს ქალთა კოლონიაში მყოფნი. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელსაც თავის დროზე მაღალი თანამდებობა ეკავა, მღვდელს სინანულით უთხრა, რომ ადრე, როდესაც ციხიდან გამოსული ვინმე მას სამსახურში მიღების თხოვნით მიმართავდა, ახლოსაც არ იკარებდა, მოსმენაც არ უნდოდა მისი... ახლა კი, როცა თვითონ მოხვდა პატიმრობაში, იგრძნო, რამდენად მკაცრი და არასამართლიანი იყო სხვათა მიმართ.