ავტორი:
ილია II
ჩვენს მრევლში რწმენა და სულიერობა თანდათან მაღლდება, რაც მეტად გვახარებს. ზოგიერთმა მათგანმა ითავა
ჩვენს მრევლში რწმენა და სულიერობა თანდათან მაღლდება, რაც მეტად გვახარებს. ზოგიერთმა მათგანმა ითავა ქრისტიანული წესით უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვა; უნივერსიტეტისა და სხვა სასწავლებლების სტუდენტები, ასევე სტუდენტები სასულიერო აკადემიისა და სემინარიისა ლექციების შემდეგ საავადმყოფოებში მიდიან ხოლმე და იმ ავადმყოფებისთვის, რომელთაც მომკითხავი არავინა ჰყავთ. თავიანთი სტიპენდიით ყიდულობენ პროდუქტებს, ნუგეშს სცემენ და უვლიან მათ.
მრავალი მორწმუნე დადის უპატრონოთა სახლში, მარტოხელა ავადმყოფ მოხუცებთან...
ახლახანს ჩემთან იყვნენ ახალგაზრდები და ითხოვეს ლოცვა-კუთხევა, რომ შობა დღეს მოინახულონ საქართველოს ციხეებსა და კოლონიებში მყოფი პატიმრები, მიუტანონ მათ საშობაო საჩუქრები.
ეს ყოველივე ჭეშმარიტად ნაყოფია რწმენისა, სიყვარულისა და მოწყალებისა. ასეთ ცხოვრებას მოაქვს ნამდვილი სიხარული და ნამდვილი ბედნიერება; მუდამ უნდა გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ" (მათე 5,7).