
ავტორი:
ილია II
თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა, უფალი იესო ქრისტე
"რა არის ნიშანი ჭეშმარიტი სრულყოფილი ქრისტიანისა? - კითხულობს წმიდა ანასტასი სინელი და თვითონვე განმარტავს: ერთნი ამბობენ, მართლმორწმუნეობა და ქველი საქმენიო. მაცხოვარი კი მხოლოდ ამით არ განსაზღვრავს ნამდვილი ქრისტიანის სახეს. შეიძლება სარწმუნოება გქონდეს, კეთილ საქმეთაც იქმოდე და ბრძნად მეტყველებდე, მაგრამ მაინც არ იყო ჭეშმარიტი ქრისტიანი, რადგანაც ქრისტიანი ნიშნავს სახლს ქრისტესას... სულში ქრისტეს დავანება სხვათათვის უხილავი, სულიერი ცხოვრების საიდუმლო აქტია" (არქიმანდრიტი კვიპრიანე, წმ. გრიგოლ პალამას ანთროპოლოგია).