ავტორი:
ილია II
ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა
ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისთვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვიან და ავიწყდებათ, რომ ოჯახი არის მოწოდება, რომლის წმინდა ვალდებულებებიც მათ ღირსეულად უნდა აღასრულონ, რადგანაც ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის მოწოდებულნი, რომ ქორწინება ოდენ მიწიერი ურთიერთობაა, მოსამზადებელი საფეხურია იმქვეყნიური ცხოვრებისთვის.