ილია II
ავტორი: ილია II

არ შეიძლება გულისტკივილით არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა

არ შეიძლება გულისტკივილით არ აღვნიშნოთ ის ფაქტიც, რომ ბოლო დროს სულ უფრო მატულობს დარღვეულ ოჯახთა რიცხვი. მიზეზი კვლავ ურწმუნოებაა. ცოლ-ქმრულ კავშირს არა აქვს რელიგიური საფუძველი, ახალგაზრდები სულიერად მოუმზადებელნი არიან ამ საიდუმლოს აღსრულებისათვის. ისინი მხოლოდ სიამოვნებას მიელტვიან და ავიწყდებათ, რომ ოჯახი არის მოწოდება, რომლის წმინდა ვალდებულებებიც მათ ღირსეულად უნდა აღასრულონ, რადგანაც ვალდებულებების გარეშე სიყვარული ცხოველურ ყოფას უახლოვდება; ავიწყდებათ, რომ ისინი არ არიან მხოლოდ წუთისოფლისთვის გაჩენილნი, არამედ მარადიული სიცოცხლისათვის მოწოდებულნი, რომ ქორწინება ოდენ მიწიერი ურთიერთობაა, მოსამზადებელი საფეხურია იმქვეყნიური ცხოვრებისათვის.
თემატური კითხვები
0