ილია II
ავტორი: ილია II

მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: შეიყუარო უფალი ღმერთი

მოყვასისადმი სიყვარულს იესო ქრისტე ადამიანის ღვთისადმი სიყვარულს უთანაბრებს: "შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39).
    აქ ნათლად ჩანს, რომ ადამიანის სწრაფვა უპირველესად მიმართული უნდა იყოს ღვთისადმი, როგორც უმაღლესი სიკეთისა და სიყვარულის წყაროს სათავისადმი. ღმერთს უნდა ვეკუთვნოდეთ მთელი არსებით, სრულად, განუყოფლად, მაშინ ვპოვებთ მასში ულევ მადლს, სრულ სიმართლეს, ჭეშმარიტ მშვენიერებას; ოღონდ უნდა გვახსოვდეს, რომ თუნდაც ერთი კაცის სიძულვილის გამო ჩვენი სიყვარული ღვთისადმი კარგავს თავის ძალას.
თემატური კითხვები
0