ილია II
ავტორი: ილია II

თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს

თუ ღმერთმა ადამის ცოდვილი შვილნი ისე შეიყვარა, რომ ჩვენს გამო თავი დადო, ჩვენ მითუმეტეს გვმართებს მოძმის სიყვარული, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ნაკლოვანებებისა. ამას გვასწავლის სახარება. გავიხსენოთ თუნდაც ის ადგილი, სადაც საუბარია კეთილ სამარიტელზე, რომელმაც ყოველგვარი რელიგიური მოვალეობის გარეშე დახმარება გაუწია ავაზაკის მიერ გაძარცულ და ნაგვემ სხვა სარწმუნოების ადამიანს, რადგან ამ კაცის მძიმე მდგომარეობა თავისთავად განაპირობებდა მასზე ზრუნვის აუცილებლობას. აქაა მოწოდება კაცთმოყვარეობისაკენ. ეს არის საქციელი, რომელიც ბუნებრივი უნდა იყოს ყველასთვის და მითუმეტეს ქრისტიანისთვის. თუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცალკეულ პიროვნებას, ვერ გამჩნევთ მის ტკივილს და წუხილს, რა ფასი აქვს ჩვენს თუნდაც საკაცობრიო ჰუმანურ იდეებს, უბრალო ფრაზებს?
თემატური კითხვები
0