ილია II - სიყვარული მტრისადმი
ილია II
ავტორი: ილია II

თემა: სიყვარული მტრისადმი,  სიყვარული მოყვასისადმი

მოყვასისადმი სიყვარული ჭეშმარიტი სიყვარულის სრული გამოვლინება როდია. არსებობს სრულყოფის სხვა უფრო მაღალი საფეხური, რომელიც ღრმა რწმენით, სათნოებით, მორჩილებით, ღვთისადმი დიდი სასოებითა და სიყვარულით მოიპოვება.
    აი, როგორ გვარიგებს მაცხოვარი: "გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ, რაითა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა" (მათგ 5,42-43).
    ეს არის სწორედ ფრიად ძნელი შესასრულებელი. ამ დროს იწყება ყველაზე მძაფრი შინაგანი ბრძოლა ამპარტავნებასთან და ეგოიზმთან. მათთან ჭიდილში მრავალნი დამარცხებულან, ამიტომაც ბევრნი უარს ამბობენ ამ გზაზე, მაგრამ ჩვენ არ უნდა დავბრკოლდეთ. თუ ქრისტესნი ვართ, ბოლომდე უნდა მივსდიოთ მას.
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები