ილია II
ავტორი: ილია II

ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია...

ყველაზე მეტად ვნებები და განცდები თრგუნავს გულს. სიძულვილი, შური, მრისხანება, განდიდების მანია... საშინელ წამებად ექცევა; მიწიერ სიამეთა და სიტკბოებათა მსახურებაც საბოლოოდ ფიტავს და აუხეშებს მას.
    ვნებები შედეგია საკუთარი თავის მოყვარების, კეთილდღეობის, განცხრომის სურვილისა; ჭეშმარიტების - ღვთის გზით სიარული კი ეგოიზმის დაძლევას, მის უარყოფას ნიშნავს. ამიტომაც გვაფრთხილებს იესო ქრისტე: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უვარ-ყავნ თავი თჳსი" (მათე 16,24). თავის მოყვარეობისგან თავისუფალ გულზე ვნებები ძალას კარგავენ და ტოვებენ მას.
თემატური კითხვები
0