
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ერი
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თვაის ისტორიას ივიწყებს. როგორც
ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი თავის საუბედუროდ, თვაის ისტორიას ივიწყებს. როგორც კაცად არ იხსენება ის მაწანწალა ბოგანა, ვისაც აღარ ახსოვს - ვინ არის, საიდამ მოდის და სად მიდის, ისეც ერად სახსენებელი არ არის იგი, რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს. რა არის ისტორია? იგია მთხრობელი მისი თუ, - რანი ვიყავით, რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეთ კვლავადაც. ისტორია თავის გულისფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭდევითა, როგორც სარკე, გვიჩვენებს იმ ღონესა და საგზალს, რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის.
|