
ავტორი:
წმ. ილია მართალი
თემა:
ერი
მოგვევლინა წმნინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ
მოგვევლინა წმნინდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისათვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც-კი რამ ძვირფასია ადამიანისათვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანი ადამიანობს შეუერთა მამული და და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ რჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენის მამულის, ჩვენისეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისათვის და ფარად ზედმოსეულთათვის.
|