ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
სახიერი და მართალი მსაჯული ჩვენი, უეჭველია, რომ როგორც ყველაფერში, ასევე გლოვის ღვაწლშიც ჩვენი ბუნების ძალის მიხედვით განიკითხავს. რადგან მინახავს, რომ ზოგიერთი ცრემლის მცირე წვეთს სისხლის ფასად ღვრის, სხვა კი ცრემლთა ნიაღვარს სულ ადვილად გარდამოადენს. მაგრამ მე მოღვაწეთა ძალისხმევის მიხედვით შემიფასებია მათი საქმე და არა ცრემლთა სიმრავლით. ვფიქრობ, რომ ღმერთიც ასევე სჯის.