ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: წუთისოფელი, წუთისოფლის სიყვარული, სახმართმოყვარება
53. წმიდა წერილი გრძნობად საგნებს წუთისოფელს უწოდებს და ვისაც ამით აქვს გონება მოცული, არის წუთისოფლისა, რომლისადმი ძლიერი მიჯაჭვულობის გამო წმიდა წერილი ამბობს: "ნუ შეიყვარებ ამ წუთისოფელს, ნურც ამ წუთისოფლისას რასმე, ვინაიდან ამ წუთისოფელში ყველაფერი - გულისთქმა ხორცისა, გულისთქმა თვალისა და სიამაყე არსებობისა, - მამისგან კი არ არის, არამედ წუთისოფლისაგან".(1იოან.2.15,16)