ავტორი:
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
თემა: ადამიანის სიყვარული ღვთისადმი, ლოცვა, ღმერთზე მინდობა, სახმართმოყვარება
52. გონება, რომელიც უფალსაა მინდობილი და ლოცვითა და სიყვარულით მასთან ჰგიებს, არის ბრძენი, კეთილი, ძლიერი, კაცთმოყვარე, მოწყალე, სულგრძელი და უბრალოდ რომ ვთქვათ, თითქმის ყველა ღვთიური თვისების მატარებელი. ხოლო ღვთისაგან განშორებული და ნივთიერ საგნებთან დამეგობრებული, ავხორცობას მიცემული გონება, ან პირუტყვულია, ან მხეცური, რის გამოც ადამიანებს ებრძვის.