
ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
თავისუფლება
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ
რა არის, რას ნიშნავს დაცემული ბუნება? ადამიანის ღმერთისაგან დაშორებულობა, როცა მასღმერთან ყოფნა აღარ შეუძლია; ამ დროს მხოლოდ ის სურს, რაც ღმერთის საწინააღმდეგოა. მას შემდეგ, რაც ადამმა შესცოდა სამოთხეში, უკვე აღარ უნდოდა და აღარც შეელო ღმერთთან ყოფნა, ეშინოდა მასთან ყოფნისა და იტანჯებოდა. ჩვენს დაცემულ ბუნებასაც ემართება: გავურბივართ ღმერთს, ღმერთის ნების საწინააღმდეგოდ ვიქცევით და იმას ვაკეთებთ რაც ჩვენ გვინდა და მოგვწონს, რაც ღმერთისათვის სათნო არ არის. სწორედ ეს არის ჩვენი ნების თავისუფლება, რაც ჭეშმარიტ თავისუფლებად მიგვაჩნია და გვგონია, რომ ამ დროს ნამდვილი თავისუფლებისაკენ მივისწრაფით. სინამდვილეში კი ამგვარ თავისუფლებას არაფერი საერთო არ აქვს პიროვნულ თავისუფლებასთან, რადგან ეს არის მხოლოდ დაცემული ბუნების ნების გამოხატულება, და არა პიროვნული თავისუფლება.
ამ ცრუ თავისუფლების სიტკბოებას ჩვეული ადამიანი უფრო და უფრო სცილდება ღმერთს, აღარ მოსწონს ღმრთაებრივი სამართალი, ვინაიდან ღმრთაებრივი სამართალი მისგან არჩეულ თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
ამ ცრუ თავისუფლების სიტკბოებას ჩვეული ადამიანი უფრო და უფრო სცილდება ღმერთს, აღარ მოსწონს ღმრთაებრივი სამართალი, ვინაიდან ღმრთაებრივი სამართალი მისგან არჩეულ თავისუფლებას ეწინააღმდეგება.
|