დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით -

რატომ არ ირწმუნეს მაშინ იუდეველებმა? რატომ არის, რომ დღესაც უარყოფენ უფალს? ისევ იმავე მიზეზით - ისინი ძალას ეძიებენ, ძალას სცემენ თაყვანს. ეს კი მონური სულია. ძალისადმი მორჩილება მონის საქმეა. ჩვენ სიმართლეს უნდა ვსცეთ თაყვანი. თუ თავისუფალი ხარ და არა ხარ მონა - სიმართლის თაყვანისმცემელი იქნები. ძალას გინდა თაყვანი სცე და დაუხარო თავი? - მაშინ მონა ხარ, ადამიანო, თუმცა თავი თავისუფალი გგონია. ვერ იქნები თავისუფალი, ვიდრე მონა ხარ! მონა ძალას ემორჩილება, თავისუფალი ადამიანი კი სიმართლეს. ის ადამიანები მონები იყვნენ და ძალის მორჩილება სურდათ. უფალმა ძალა არ აჩვენა. უფალს თავისუფალი ადამიანები სჭირდება, იმიტომ რომმ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია სიყვარული, მონას სიყვარულის უნარი არ გააჩნია.
 
0