ავტორი:
დეკანოზი თეოდორე გიგნაძე
თემა:
თავისუფლება
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და
ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანებს ხშირად არ ესმით თავისუფლების ნამდვილი, მართებული შინაარსი და მნიშვნელობა; თავისუფლების ძიებისას არასწორ გზას დაადგებიან ხოლმე, რასაც, სამწუხაროდ, სულიერ დეგრადაციამდეც კი მიჰყავს. უმთავრესად ერთმანეთში ერევათ საკუთრივ თავისუფლება და ადამიანი სნების თავისუფლება, ანუ თვითნებობა.
თავისუფლება ღვთისგან მონიჭებული ერთ-ერთი უნთავრესი უნარია, რითაც ადამიანში ადამიანობა იზომება. ადამიანს შეუძლია განარჩიოს კეთილი და ბოროტი, არჩევანი გაკეთოს. ტერტულიანე ამბობს: "ყოველი სული დაბადებიდანვე ქრისტიანია"; ყოველი სული დაბადებიდანვე ისწრაფის ღმერთისკენ - და ეს ბუნებრივი მიდრეკილება ყოველ ადამიანს აქვს. ეს არის მიდრეკილებაც და იმის უფლებაც, რომ ვიყოთ ღმერთთან. მაგრამ ჩვენი ბუნება, რომლითაც ადამიანური პიროვნება არსებობს, დაცემულია, რის გამოც დაირღვა, დამახინჯდა აღთქმა თავისუფლების ნამდვილი შინაარსისა, მისი მნიშვნელობისა. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ადამიანის ნება არის ბუნების თვისება და არა პიროვნებისა. ამიტომ ნების ე.წ. თავისუფლებით, ანუ თვითრჯულობით, ადამიანური ბუნება მძლავრობს ადამიანურ პიროვნებაზე. მაგრამ, როგორც ვთქვით, ცოდვამ დასცა ადამიანის ბუნება, და ეს დაცემული ბუნება იმძლავრებს ადამიანურ პიროვნებაზე, თუკი ნების თვითრჯულობას, ანუ ამგვარ "თავისუფლებას" დავემორჩილებით.

|