ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: გლოვა ცოდვებისათვის
ჭეშმარიტი გლოვა ტკივილია სულისა, რომელიც კი არ თავმაღლობს და არც რამენაირი განშვების ნებას აძლევს თავს, არამედ მუდმივად ამქვეყნიდან საკუთარ გასვლას წარმოიდგენს და როგორც მაცოცხლებელ წყალს - ნუგეშს ელის მხოლოდ ღვთისგან, რომელიც თავმდაბალ მონაზონთა ხვედრია. ვინც გულისტკივილით ჭეშმარიტი გლოვა მოიხვეჭა და ამით ქვეყნიური ცხოვრება მოიძულა (ვითარცა შრომით აღსავსე და ცრემთა და სნეულებათა მიზეზი), ის საკუთარ სხეულს - როგორც მტერს, ისე ეპყრობა.