ავტორი:
დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი
თემა:
თვითმკვლელობა
თუ შეშლილი ადამიანი, სულიერად დაავადებული მოიკლავს თავს ღმერთი ამას თვითმკვლელობად არ ჩაუთვლის,
თუ შეშლილი ადამიანი, სულიერად დაავადებული მოიკლავს თავს ღმერთი ამას თვითმკვლელობად არ ჩაუთვლის, ამისგან ის არ დაისჯება, მაგრამ თუ იგივე საღ ჭკუაზე სასოწარკვეთილებისაგან გააკეთე, მაგალითად, დიდი ვალი აქვს და ჩავარდა სასოწარკვეთილებაში (თავი მოიკლა) მას ეს თვითმკვლელობად ჩაეთვლება, არის უმძიმესი ცოდვა და იგი არც გაივლის ორმოცდღიან გზას გარდაცვლილის სული რომ გადის, პირდაპირ დემონები ეუფლებიან და მიჰყავთ განსჯის გარეშე ჯოჯოხეთში. იქ სადაც იუდაა, რომელიც პირველი ერესი აქტი იყო ანუ ქრისტე არ სწამდა როგორც მესია, მიწიერად ესმოდა მისი მესიანურობა, იყო მიმცემელი ქრისტესი და ამავე დროს მან (იცით როგორ დაასრულა სიცოცხლე) სასოწარკვეთილმა თავი მოიკლა, თუმცა მანამდე შეინანა კიდეც, დააბნია ოცდაათი ვერცხლი და ხმამაღლა გამოთქვა სინანული "კაცი მართალი მივეცი", მაგრამ ამაშია საქმე, რომ კვლავაც კაცად მიიჩნევდა ქრისტეს, არა ძედ ღვთისად. ამგვარი სინანული, რომელსაც არ ახლავს სასოება - იმედი არ არის განმამართლებელი ადამიანისათვის. ისე, რომ როდესაც ჩვენ ჩვენს ცოდვებს ვტირით და ვნანობთ სასოების იმედიც უნდა გქონდეს, რადგან ღვთის უსაზღვრო კაცთმოყვარეობას ვერასდროს დაფარავს სიღრმე და სიმრავლე ჩვენი ცოდვებისა.
|